პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზდებით მაგისტრანტებისთვის გაიმართა პრაქტიკული სემინარი თემაზე „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია - კვლევითი იდეიდან სამეცნიერო პუბლიკაციამდე“.
სემინარის მიზანი იყო მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო კვლევის დაგეგმვის, აკადემიური ტექსტის მომზადებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების ძირითადი პრინციპების გაცნობა.
შეხვედრაზე განიხილეს საკვლევი თემისა და მეთოდების შერჩევის, სამეცნიერო წყაროების მოძიების, მათი სანდოობის შეფასებისა და აკადემიურ ლიტერატურასთან მუშაობის პრინციპები. ყურადღება დაეთმო ასევე სამეცნიერო სტატიის სტრუქტურასა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებზე.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
