Skip to content
მენიუ

საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის

29 October 2026

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო ინტელექტუალურ ოლიმპიადას „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“ გამართავს.

ოლიმპიადა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და გუნდურ და ინდივიდუალურ ფორმატში ჩაერთონ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში.

ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება:

  • I ეტაპი - გუნდური საკვალიფიკაციო ტური, რომელიც კროსვორდების ფორმატით გაიმართება. თითოეულ გუნდში 2-3 სტუდენტი უნდა გაერთიანდეს;

  • II ეტაპი - ინდივიდუალური ტური და ტესტირება;

  • III ეტაპი - გუნდური ფინალი, სადაც გამარჯვებული და I, II და III ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

ოლიმპიადაში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და სასტიპენდიო ქულა.

გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, გრანდ-ფინალში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით იასპარეზონ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ნოემბერი
რეგისტრაციის ბმული.

ჩაერთეთ ოლიმპიადაში „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“ და გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა