Skip to content
მენიუ

როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?

29 October 2026

2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

2 ნოემბერს, 13:00 საათზე, II კორპუსის 208-ე აუდიტორიაში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გაცნობა და მათი ეფექტიანად გამოყენების სწავლება.

შეხვედრაზე განხილული იქნება:

  • საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა და გამოყენება;

  • სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების მოძიების ეფექტიანი სტრატეგიები;

  • საკვანძო სიტყვებისა და საძიებო ფილტრების სწორად გამოყენება;

  • სანდო აკადემიური წყაროების შერჩევა და გამოყენება;

  • მონაცემთა ბაზების ეთიკური გამოყენება და დამოწმება.

შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება სასწავლო და კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, მართვასა და გამოყენებაში.

შემოგვიერთდით და გაეცანით საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს.

თარიღი: 2 ნოემბერი

დრო: 13:00 საათი

ადგილი: II კორპუსი, 208-ე აუდიტორია

ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა