გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის!
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის პროგრამებს მკვლევარებისა და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის პროგრამებს მკვლევარებისა და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
Fulbright Visiting Scholar Program განკუთვნილია მკვლევარებისთვის, უნივერსიტეტის ლექტორებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აშშ-ში კვლევითი ან აკადემიური საქმიანობის განხორციელება სურთ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ნოემბერი, 17:00 საათი.
დეტალური ინფორმაცია: Fulbright Visiting Scholar Program
Fulbright Graduate Student Program უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აშშ-ის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას გეგმავენ. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა აკადემიურ მიმართულებას, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირებას.
2027-2028 სასწავლო წლის Fulbright Graduate Student Program-ზე განაცხადების მიღების პერიოდი დასრულებულია.
დეტალური ინფორმაცია: Fulbright Graduate Student Program
Related news
