გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

Universitas Mercatorum-ის პროფესორის ვიზიტი Erasmus+-ის ფარგლებში

13 ოქტომბერი 2026

2026 წლის 5-10 ოქტომბერს უნივერსიტეტმა Erasmus+ მობილობის ფარგლებში Universitas Mercatorum-ის პროფესორს მარია მენშიკოვას უმასპინძლა
Universitas Mercatorum-ის პროფესორის ვიზიტი Erasmus+-ის ფარგლებში

2026 წლის 5-10 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი იტალიური უნივერსიტეტის, Universitas Mercatorum-ის, ასოცირებულ პროფესორს მარია მენშიკოვას უმასპინძლა. ეს უნივერსიტეტისთვის Erasmus+ პროგრამის პერსონალის გაცვლის ფარგლებში პირველი ვიზიტი იყო.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპული უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება ჰიბრიდული და ონლაინ სწავლების, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე უნივერსიტეტის მართვისა და სწავლების პროცესებში. ასევე ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება.

ერთკვირიანი ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებსა და ვორკშოპებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე აკადემიური პერსონალისათვის. ამასთანავე საჯარო ლექციას სტუდენტებისათვის.

ადმინისტრაციული პერსონალისთვის განკუთვნილი სამუშაო შეხვედრის თემა იყო „ხელოვნური ინტელექტი უნივერსიტეტის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ პროცესებში“. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას კომუნიკაციაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, პროექტებისა და ადამიანური რესურსების მართვაში. ყურადღება გამახვილდა Universitas Mercatorum-ის ელექტრონული სწავლების გამოცდილებაზე, პერსონალის მოტივაციასა და ორგანიზაციულ განვითარებაზეც.

აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი შეხვედრის თემები იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებასა და კვლევაში, ჰიბრიდული სწავლების მოდელები, სტუდენტთა ჩართულობა და ციფრული კომპეტენციები. პროგრამა ასევე ითვალისწინებდა კვლევის ეთიკისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხების განხილვას. ამასთანავე შესაბამისი მიმართულების კოლეგებთან სამომავლო საერთო სწავლებისა და კვლევით ინტერესებსა და ინიციატივებზე დისკუსიას.

ვიზიტის დასკვნითი პროგრამა მოიცავდა საჯარო ლექციას სტუდენტებისა და კოლეგებისათვის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ორგანიზაციებზე, უმაღლეს განათლებასა და მომავლისთვის საჭირო უნარებზე.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე შეაჯამეს ვიზიტის შედეგები და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ერთობლივი სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პა...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia

AWS Agentic Football Cup Georgia

22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა