AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს სანგუმ AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებამ ტექნოლოგიებით, ხელოვნური ინტელექტითა და Cloud Computing-ით დაინტერესებული მონაწილეები ინტერაქტიულ და კონკურენტულ გარემოში გააერთიანა.
ტურნირის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს AI აგენტების გუნდები, შეიმუშავეს საკუთარი სტრატეგიები და რეალურ დროში გამართულ შეჯიბრებაში სხვა გუნდებს დაუპირისპირდნენ.
AWS Agentic Football Cup Georgia პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ღონისძიება იყო, რომლის მიზანს ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების ინტერაქტიულ ფორმატში გაცნობა წარმოადგენდა.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პა...
06 ოქტომბერი 2026
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
22 სექტემბერი 2026
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
29 ივნისი 2026
