Erasmus+ პროექტის მონაწილე სტუდენტები ზაგრებში ვიზიტის შედეგებს წარადგენენ
ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტები Erasmus+ პროექტის ფარგლებში ხორვატიაში განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს წარადგენენ
9 ივნისს, 12:00 საათზე, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტთა ანგარიშის წარდგენა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.
შეხვედრაზე სტუდენტები ლუკა ალიბეგაშვილი, ნიკა მამეიშვილი და ლუკა ღურჭუმელია დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში „Blue Entrepreneurship for Youth Workers“ მონაწილეობის გამოცდილებას, მიღებულ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს.
ტრენინგი 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ქალაქ ზაგრებსა და სამობორში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიული უნარების განვითარებას, მდგრადი მეწარმეობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და „ლურჯი ეკონომიკის“ თანამედროვე მიდგომების გაცნობას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის შედეგებზე, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მეწარმეობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც Erasmus+ პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული და პიროვნული განვითარების მიმართულებით სთავაზობს.
თარიღი: 9 ივნისი
დრო: 12:00
ადგილი: წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
