საჯარო ლექციების ციკლი სანგუში - როგორ მუშაობს ევროკავშირი?
2026 წლის 20, 21 და 22 აპრილს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პროფესორი რომან სტრასერი გამართავს საჯარო ლექციების ციკლს თემაზე „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“
საჯარო ლექციების ციკლი სანგუში - როგორ მუშაობს ევროკავშირი?
2026 წლის 20, 21 და 22 აპრილს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პროფესორი რომან სტრასერი გამართავს საჯარო ლექციების ციკლს თემაზე „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“
პროფ. რომან სტრასერი წარმოშობით ლუქსემბურგიდანაა და უკვე 37 წელზე მეტია, რაც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის (ქრისტიან-დემოკრატები) ჯგუფის სამდივნოში მუშაობს. სხვადასხვა დროს მას ეკავა პოლიტიკური მრჩევლის, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციები. იგი ასევე გახლავთ ევროპარლამენტის - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი გენერალური მდივანი.
ლექციების თემატიკა:
- 20 აპრილი - ევროკავშირის შექმნა და განვითარება 50-იანი წლებიდან დღემდე, ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირება
- 21 აპრილი - ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა
- 22 აპრილი - ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი, ევროკავშირის როლი მოქალაქეების ცხოვრებაში, ევროკავშირის გამოწვევები 2026 წლის ბოლოსთვის, საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი
სასაუბრო ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა: თითოეული შეხვედრა 2 საათი
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
