მემორანდუმი პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან
03 აპრილი 2026
სანგუმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა National Louis University (WSB-NLU)-თან, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან
წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (სანგუ) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან - National Louis University (WSB-NLU).
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.
თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია:
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა - მობილობის შესაძლებლობების გაფართოება
სამეცნიერო და აკადემიური აქტივობები - ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და მათი საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნება
საერთაშორისო ღონისძიებები - სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და საზაფხულო სკოლები
აღნიშნული პარტნიორობა სანგუს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უხსნის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...