იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 აკადემიური წლისთვის
2026-2027 სასწავლო წლისათვის გამოცხადდა იტალიის მთავრობის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის.იტალიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 სასწავლო წლისათვის
2026-2027 სასწავლო წლისათვის გამოცხადდა იტალიის მთავრობის სტიპენდიები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიის მოქალაქეებისთვის.
სტიპენდიები გაიცემა 9 თვის ვადით სამაგისტრო, სადოქტორო, ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსებზე (AFAM), ასევე სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე აკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობით.
ამასთან, 3 თვის ვადით შესაძლებელია დაფინანსების მიღება იტალიური ენისა და კულტურის გაღრმავებულ კურსებზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2026 წლის 26 მარტი, 17:00 საათი თბილისის დროით, 14:00 საათი იტალიის დროით.
განაცხადების წარდგენა ხორციელდებოდა ონლაინ პლატფორმაზე: studyinitaly.esteri.it
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
