საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“
2 აპრილს სანგუში გაიმართება საჯარო ლექცია „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“, სადაც თორნიკე ტურიაშვილი ისაუბრებს კრეატიულ მიდგომებზე, ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“
2 აპრილს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, გაიმართება საჯარო ლექცია აქტუალურ და კრეატიულ თემაზე - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“.
სპიკერი: თორნიკე ტურიაშვილი - ლექტორი, ტრენერი, „Kraken“-ისა და „Giffer“-ის დამფუძნებელი, „Invia“ ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.
ლექციის ფარგლებში სპიკერი ისაუბრებს ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, კრეატიულ მიდგომებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
შეხვედრა საინტერესო იქნება როგორც მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ მეტი თანამედროვე ციფრული სამყაროსა და ინოვაციური გადაწყვეტების შესახებ.
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
