აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგია
აღმოაჩინე შენი პროფესია - ფსიქოლოგია
პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი იწვევს X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის გაცნობას, პროფესიის არსის წარმოჩენას და მოსწავლეების მხარდაჭერას კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შეხვედრას გაუძღვება სანგუს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები - რუსუდან კილაძე, ხატია გოგოლაძე და უჩა მაჭარაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
- ფსიქოლოგიის განვითარება მსოფლიოში და საქართველოში
- პიროვნების განვითარების ფსიქოლოგია
- გავლენები ჩვენს ცხოვრებაში
- ბავშვის განვითარების ეტაპები
მონაწილეები გაეცნობიან ფსიქოლოგიას როგორც მეცნიერებას და პრაქტიკულ სფეროს, მის როლს ადამიანის განვითარებაში და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც სთავაზობს აღნიშნული მიმართულება მომავალ სტუდენტებს.
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/Qw8Sh2hQ3D6bPPoBA
თარიღი: 19 თებერვალი
დრო: 15:00
ლოკაცია: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
