ლატვიის სახელმწიფო სასწავლო სტიპენდიები 2026/2027 აკადემიური წლისათვის
ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2026/2027 აკადემიური წლისათვის.ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო სტიპენდიები 2026/2027
ლატვიის რესპუბლიკის განათლების განვითარების სააგენტო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2026/2027 აკადემიური წლისათვის.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს:
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლატვიის უნივერსიტეტებში 2026/2027 აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსებას;
- ლატვიის უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას.
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:
- ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
- მაგისტრებისთვის - 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
- დოქტორანტებისთვის - 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ვებგვერდებზე: https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships და https://studyinlatvia.lv/scholarships
განაცხადები მიიღება 2026 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 აპრილის ჩათვლით პლატფორმაზე: https://scholarships.viaa.gov.lv/en/login
ლატვიის უნივერსიტეტებში სწავლის, ხელმისაწვდომი სასწავლო პროგრამებისა და სხვა პრაქტიკული ინფორმაციის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია დანართის სახით და ვებგვერდზე: www.studyinlatvia.lv
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
