აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებს იწვევს ლექცია-სემინარების ციკლში „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ მონაწილეობის მისაღებად.
„აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებს იწვევს ლექცია-სემინარების ციკლში „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ მონაწილეობის მისაღებად.
პროექტის მიზანია მოსწავლეებს მისცეს შესაძლებლობა რეალური პროფესიული გარემოს მაგალითზე გაეცნონ ბიზნესის სფეროს, შეხვდნენ დარგის წამყვან წარმომადგენლებს და უკეთ განსაზღვრონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და სამომავლო კარიერული მიმართულება.
თემატიკა
ლექცია-სემინარების ფარგლებში განხილული იქნება ბიზნეს ქეისები, მარკეტინგისა და მედიის როლი თანამედროვე ეკონომიკაში, საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა, ESG მიმართულებით კარიერული შესაძლებლობები, კიბერუსაფრთხოება როგორც პროფესიული არჩევანი და საკუთარი ბიზნესის შექმნისა და განვითარების პრაქტიკული ასპექტები.
განრიგი
- 23 თებერვალი, 16:00 – „ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“
გიორგი ისაკაძე, BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი - 24 თებერვალი, 16:00 – „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“
ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
დავით რუსია, საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი
ლევან გოგოლაძე, ESG მიმართულების კოორდინატორი
ინგა ქარჩავა, კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი - 25 თებერვალი, 16:00 – „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“
გია პირადაშვილი, „შატო მერესა“ და „Winiveria“-ს დამფუძნებელი
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.30 საათს. 24 თებერვლის სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართება ქვიზი, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ბრენდირებული საჩუქრები საქართველოს საბანკო ასოციაციისა და SANGU-სგან.
გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/ygMWZya3yGFAY14T6
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
