აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი
სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება იმიტირებული პროცესები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებს პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში და დაეხმარება მომავალი პროფესიის გაცნობაში
აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება იმიტირებული პროცესები, რომლებიც მონაწილეებს შესთავაზებს პრაქტიკულ გამოცდილებას სამართლის სფეროში და დაეხმარება მომავალი პროფესიის გაცნობაში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 შეხვედრა. მონაწილეები ეტაპობრივად გაეცნობიან სისხლის სამართლის პროცესის ძირითად ელემენტებს და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაკავშირებულია საქმის წარმოებასთან, გამოძიების პროცესთან და პროცესუალურ მოქმედებებთან.
შეხვედრების თემატიკა
- ბრალდებულის უფლებები და პროცესუალური გარანტიები;
- საქმის წარმოების ლოგიკა და ძირითადი ეტაპები;
- გამოძიების ჩატარების ძირითადი მიდგომები;
- მოწმის დაკითხვის პროცედურა;
- დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი და მიზანი;
- ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.
ღონისძიების ფორმატი და თარიღები
- 9 და 12 თებერვალი, 16:00 საათი – მოსამზადებელი ტრენინგები;
- 16 თებერვალი, 16:00 საათი – საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების გაცნობა;
- 20 თებერვალი, 16:00 საათი – იმიტირებული პროცესის ჩატარება იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში.
თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1-1.5 საათს. იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაცია
წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Meg3J3ktoKXpTdEc9
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
