ჰორიზონტი ევროპა "საქართველოს ეროვნული ოფისი" გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში
ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საერთაშორისო ექსპერტები.„ჰორიზონტი ევროპა“ გიწვევთ განაცხადის წერის სამდღიან ბანაკში
„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი 2026 წლის 2, 3 და 4 თებერვალს გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში.
განაცხადის წერის ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საერთაშორისო ექსპერტები. განაცხადის წერის ბანაკი ორიენტირებული იქნება მეორე სვეტის კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე, თუმცა დაფარავს ფონდის სხვა მიმართულებებსაც, მაგალითად, როგორიცაა მარია სკლადოვსკა-კიური (MSCA).
მონაწილეობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ტრენინგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ინოვაციური დაინტერესებული მხარეებისთვისა და ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის.
სამუშაო ენა: ინგლისური.
სარეგისტრაციო ბმული
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: horizoneurope@mes.gov.ge
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
