სანგუს დელეგაცია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვდება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროგრამების წარმატებული გაგრძელების განსახილველად.
SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვდება პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University, NKU) წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროგრამების წარმატებული გაგრძელების განსახილველად.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა NKU-ის პრეზიდენტთან, პროფესორ ქეიდი შორტ-ტომპსონთან (Cady Short-Thompson).
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სანგუს პრორექტორი, პროფესორი არჩილ ყანჩაველი და კანცლერი თამაზ ვაჩაძე.
სანგუსა და NKU-ის წარმატებული პარტნიორობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობას.
ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განვითარებისთვის.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
