ცხადდება GFI საგრანტო კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსიშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს „GFI – ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობის გზით.
ძირითადი პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე იმ პირებს, ვისაც მინიჭებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და აღნიშნული ხარისხი მიღებული აქვთ არაუმეტეს 12 წლის წინ.
- აპლიკანტს უნდა გააჩნდეს საფრანგეთის უნივერსიტეტის ან კვლევითი ინსტიტუციის ოფიციალური მხარდაჭერის წერილი.
- მონაწილეებმა უნდა ფლობდნენ ინგლისურ ან ფრანგულ ენას.
- სტაჟირების ხანგრძლივობა საფრანგეთში შეადგენს 1 თვეს.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალური საპროექტო განაცხადით. დამატებითი დეტალებისა და რეგისტრაციის პროცედურისთვის მიმართეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოფიციალურ ვებსაიტს.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
