ცხადდება კონკურსი ESD Okayama Award 2025-ის მოსაპოვებლად
გლობალური განათლებისთვის, მდგრადობისთვის და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით გამოცხადდა UNESCO ESD-Net 2030-ის მხარდაჭერით ESD Okayama Award-ის 2025 წლის კონკურსი.ცხადდება კონკურსი ESD Okayama Award 2025-ის მოსაპოვებლად
გლობალური განათლებისთვის, მდგრადობისთვის და საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით გამოცხადდა UNESCO ESD-Net 2030-ის მხარდაჭერით ESD Okayama Award-ის 2025 წლის კონკურსი.
ჯილდო, მიზნად ისახავს იმ პროექტების გამოვლენასა და მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ განათლების მდგრადი განვითარებისთვის (ESD) გავრცელებას ადგილობრივ დონეზე და წარმოადგენენ კარგი პრაქტიკის მაგალითებს.
წარდგენილი ინიციატივები უნდა აერთიანებდნენ ცოდნის გაცვლას და აქტიურ ქმედებებს მდგრადი საზოგადოების მშენებლობისათვის.
ძირითადი პირობები:
– კონკურსში მონაწილეობისათვის ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შეიძლება იქნას ESD პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც არის არანაკლებ 2 წელი.
– დასაშვები პროექტების რაოდენობა თითო აპლიკანტზე: 1 ან 2;
– საპრიზო თანხა: 3,000 აშშ დოლარი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე;
– განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 მაისი, იაპონიის დროით 17:00 საათი.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართება 2025 წლის 21 ოქტომბერს, ოკაიამას ქალაქში (იაპონია), გაეროს უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების კვლევის ინსტიტუტის, ოკაიამას ქალაქისა და ESD ხელშეწყობის კომისიის ორგანიზებით. გამარჯვებული პროექტების თითო წარმომადგენელი მიწვეულნი იქნებიან იაპონიაში ხსენებულ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარ პროექტზე პრეზენტაციის გასაკეთებლად.
დამატებითი ინფორმაცია, განაცხადის ფორმა და წარდგენის პირობები იხილეთ:
https://www.city.okayama.jp/kurashi/0000070653.html
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
