გამოცხადდა 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს
კონკურსის სახელწოდება: ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა: YS
კონკურსის მიზანი: კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას.
საპროექტო განაცხადის ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები:
- დასაშვებია განაცხადის წარდგენა შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- ინჟინერია და ტექნოლოგიები
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები
- აგრარული მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები
- პროექტის წარდგენა შეუძლია ახალგაზრდა მეცნიერს (დოქტორის ხარისხი მიღებული უნდა ჰქონდეს 2018 წლის 16 აპრილის შემდეგ), მასპინძელ ორგანიზაციასთან ერთად.
- პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2 წელი.
- ფინანსური მოთხოვნა: არაუმეტეს 30,000 ლარი წელიწადში / 60,000 ლარი მთლიანად.
- პროექტს შეიძლება ჰყავდეს მენტორი, კონსულტანტები და დამხმარე პერსონალი.
- დასაშვებია თანადაფინანსება.
კონკურსის პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
