Skip to content
მენიუ

გაეროს მოდელირება - აკადემიური როლური თამაში

17 March 2025

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით დაინტერესებულ IX-XII კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას.

გაინტერესებს დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები? გსურს შეიმუშაო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარები? მაშინ, გაეროს მოდელირება შენი შანსია!

თარიღი: 24 მარტი, 16:00 სთ.
ადგილი: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
ვისთვის: IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის

მოდელირებას უხელმძღვანელებს SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი, ქ-ნი მაია მანჩხაშვილი.

გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, სადაც მონაწილეები ირგებენ ქვეყნის დიპლომატების როლებს და წარმოადგენენ მათ პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს.

შეხვედრის მიზანი: დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა, მოლაპარაკებების წარმართვა და მოლაპარაკების უნარი.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა:

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/9Dd8ufuYDbYZvZXL8

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა