გაეროს მოდელირება - აკადემიური როლური თამაში
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით დაინტერესებულ IX-XII კლასის მოსწავლეებს გთავაზობთ გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას.გაინტერესებს დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები? გსურს შეიმუშაო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და ლიდერობის უნარები? მაშინ, გაეროს მოდელირება შენი შანსია!
თარიღი: 24 მარტი, 16:00 სთ.
ადგილი: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
ვისთვის: IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის
მოდელირებას უხელმძღვანელებს SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი, ქ-ნი მაია მანჩხაშვილი.
გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, სადაც მონაწილეები ირგებენ ქვეყნის დიპლომატების როლებს და წარმოადგენენ მათ პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს.
შეხვედრის მიზანი: დემოკრატიული ღირებულებების დანერგვა, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა, მოლაპარაკებების წარმართვა და მოლაპარაკების უნარი.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა:
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/9Dd8ufuYDbYZvZXL8
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
