ინდონეზიის მთავრობის სტიპენდიები
ინდონეზიის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ 2025 წლისთვის გამოცხადებულია სასტიპენდიო პროგრამები.ინდონეზიის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ 2025 წლისთვის გამოცხადებულია სასტიპენდიო პროგრამები.
სტიპენდიები განკუთვნილია 34 სხვადასხვა უნივერსიტეტში 998 სასწავლო პროგრამაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებით დაინტერესებული აპლიკანტებისთვის.
საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებული პირები უნდა იყვნენ მაქსიმუმ 21 წლის, სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 35 წლის ჩათვლით კანდიდატებს, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე არაუმეტეს 40 წლის ასაკის აპლიკანტებს.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 21 მარტი.
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
