Skip to content
მენიუ

ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025”

27 January 2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის მარტიდან მთელი წლის განმავლობაში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025” გაიმართება
ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 2025 წლის მარტიდან მთელი წლის განმავლობაში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი “სტუდფესტი 2025” გაიმართება.

ფესტივალი აერთიანებს საქართველოს მასშტაბით ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემოქმედებით, STEM, კულტურულ და მოხალისეობრივ ღონისძიებებში.

ახალგაზრდული ფესტივალის მიზანია შექმნას ახალგაზრდებისთვის პლატფორმა, საკუთარი თავის გამოხატვის, უნარების გამოვლენის, ნიჭის გაზიარებისა და პოზიტიური ცვლილებებისთვის.

იმისათვის, რომ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შეესაბამებოდეს ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებს, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა სტუდენტების გამოკითხვაში და ერთად დავაიდენტიფიციროთ “სტუდფესტი 2025”-ის აქტივობები.

კითხვარის შესავსებად მიჰყევით ბმულს.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა