თურქეთის საგრანტო პროგრამა "Türkiye Bursları"
Türkiye Bursları სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებსა და მკვლევრებს თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებსTürkiye Bursları სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტებსა და მკვლევრებს თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს, კერძოდ:
- პროფესიული განათლების საგრანტო პროგრამას – ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამა კანდიდატებს სთავაზობს კარიერული წინსვლისთვის საჭირო სპეციალური ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- საბაკალავრო საგრანტო პროგრამას – საბაკალავრო საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურზე განათლების მიღების მსურველთათვის;
- სამაგისტრო და სადოქტორო საგრანტო პროგრამებს.
Türkiye Bursları-ის ფარგლებში ასევე გამოცხადებულია მოკლევადიანი პროგრამა:
- წარმატებული სტუდენტების პროგრამა - პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ მათთვის ვინც საკუთარი ხარჯით სწავლობს თურქეთის უნივერსიტეტებში და გამოირჩევა განსაკუთრებული აკადემიური მიღწევებით;
- კვლევითი საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო მკვლევართა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთათვის. პროგრამის მიზანია თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან თანამშრომლობით საინტერესო აკადემიური კვლევის გაღრმავებისა და განვითარების ხელშეწყობა.
თურქეთის საგრანტო პროგრამა Türkiye Bursları საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიასთან ერთად, საუნივერსიტეტო მომზადებისა და საცხოვრებელში განთავსების ხარჯებსაც მოიცავს.
პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ონფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
