ვულოცავთ რექტორს, პროფესორ ირაკლი ბრაჭულს!
SANGU-ს რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად
მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
ეს არის უდიდესი აღიარება, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მეცნიერული და აკადემიური მოღვაწეობის მნიშვნელობას.
ვულოცავთ ბატონ ირაკლის ამ ღირსშესანიშნავ მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს განათლებისა და მეცნიერების განვითარების გზაზე!
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
