ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები სასწავლო კურსის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები, სკოლის დეკანის მოადგილის, სასწავლო კურსის განმახორციელებლის ხათუნა კუხალაშვილის ორგანიზებით, კურსის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში განთავსებული ქართულ, ბერძნულ, ებრაულ ენებზე შესრულებული, როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის მქონე ხელნაწერთა მულაჟები: თამარ მეფის კუთვნილი "ვეფხისტყაოსან", მოქვის ოქროთი შემკული ოთხთავი, ალავერდის ოთხთავი, უძველესი ასტროლოგიის წიგნი და სხვა. ისინი ასევე გაეცნენ "ხელნაწერი წიგნის შექმნის" შესახებ ცეკვა "ხორუმის" მუსიკის ფონზე მომზადებულ ანიმაციას.
ვიზიტს სასწავლო კურსის ერთგვარი, შემაჯამებელი ხასიათი ჰქონდა, რაც სტუდენტებისათვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
