ვიზიტი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში
SANGU-ს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს და სტუდენტებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი უმასპინძლებს
2023 წლის 6 აპრილს, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება“ ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს და SANGU-ს ამავე პროგრამის სტუდენტებს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი უმასპინძლებს.
შეხვედრის მონაწილეები დაათვალიერებენ საკასო ცენტრის სპეციალიზებულ შენობას, ფულის საცავს, ასევე გაეცნობიან ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესებს.
დღის განრიგი:
- 10:30 სთ.: გაცნობითი შეხვედრა SANGU-ში
- 11:00 სთ.: გასვლა SANGU-დან ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია).
მსურველების რაოდენობა შეზღუდულია.
დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
