ღია კარის დღე ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის
27 მარტს, 3 საათზე, SANGU-ში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
27 მარტს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისთვის SANGU-ში ღია კარის დღე გაიმართება.
ღია კარის დღეზე მიიღებ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გაიარო რეგისტრაცია, რა უნდა გაითვალისწინო საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები.
შეხვედრას გაუძღვება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი - მაია გაბუნია.
შეხვედრაზე ასევე გაეცნობი SANGU-ს საბაკალავრო და გაცვლით პროგრამებს, აბიტურიენტებისთვის სპეციალურ შეთავაზებებს, სტაჟირების, სტიპენდიების და თანადაფინანსების შესაძლებლობებს.
რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე: https://cutt.ly/Z4cHa1O
შეხვედრის დრო: 15:00 საათი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N53ა
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
