Skip to content
მენიუ

"აღმოაჩინე შენი პროფესია" - ბიზნესის ადმინისტრირება

14 February 2023

თუ ხარ X-XII კლასის მოსწავლე, ეს კურსი ზუსტად შენ საჭიროებებზეა მორგებული. თანამედროვე ბიზნეს სამყაროს აპრობირებული ქეისების დახმარებით, შენ შეძლებ საფუძველი ჩაუყარო სამომავლო ბიზნეს პროცესების მართვის უნარების გაუმჯობესებას.

აღმოაჩინე შენი პროფესია - ამაში SANGU დაგეხმარება.

დარეგისტრირდი SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგ კურსზე, რომლის ფარგლებში, ჩატარდება ლექცია/სემინარები შემდეგ თემებზე:

  1. ფულის, ბანკების და ბიზნესის წარმოშობის ისტორია და განვითარება - პროფ. ლევან ქისტაური; ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი
  2. ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში - ალექსანდრე ძნელაძე; საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი
  3. ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი - გიორგი ისაკაძე; ეკონომისტი, Forbes-ის გამომცემელი, BMG მმართველი პარტნიორი
  4. სტარტაპები და ბიზნეს მოდელები - პაატა ღაძაძე - TBC ჯგუფის აქციონერი, TBC დაზღვევის გენერალური დირექტორი


თუ ხარ X-XII კლასის მოსწავლე, ეს კურსი ზუსტად შენ საჭიროებებზეა მორგებული. თანამედროვე ბიზნეს სამყაროს აპრობირებული ქეისების დახმარებით, შენ შეძლებ საფუძველი ჩაუყარო სამომავლო ბიზნეს პროცესების მართვის უნარების გაუმჯობესებას. რაც მთავარია, მეტი გაიგო თანამედროვე მიდგომების შესახებ, დასვა კითხვები და მიიღო ამომწურავი პასუხები.

ტრენინგები დაიწყება 25 თებერვლიდან და ჩატარდება შაბათობით (4 შაბათი), - 14:00 საათზე;
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 აკადემიური საათი (90 წუთი);
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

სარეგისტრაციო ბმული.

Share

Related news

Open Call Announced

Open Call Announced

Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law

Higher School for Interpreters and Translators

მეტის ნახვა

რატომ სანგუ? ადგილი სადაც საუკეთესო განათლების მიღება შეგიძ₾ია

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა