სტაჟირება თბილისის N მე-200 საჯარო სკოლაში - საინფორმაციო შეხვედრა
25 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის N მე-200 საჯარო სკოლაში სტაჟირების შესახებ.SANGU-მ თბილისის N მე-200 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის ფარგლებში, SANGU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული სამუშაოები, სსსმ-მოსწავლეების ასისტირების კუთხით.
25 თებერვალს, პარასკევს, 18:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა.
ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი და SANGU-ს კურსდამთავრებული, პროფესორის ასისტირების პრაქტიკანტი, რუსუდან კილაძე ისაუბრებენ სტაჟირების შესახებ:
- სტაჟირების მნიშვნელობა
- სტაჟირების პროგრამაში ჩართვის პირობები და ხანგრძლივობა
- სკოლის სპეციფიკა
- სტაჟირების მონაწილეების მოვალეობები და გრაფიკი
- თერაპიული და წრეობრივი მუშაობები
- ბენეფიტები/სარგებელი რომელსაც მიიღებთ სტაჟირების გავლის შემთხვევაში
შეხვედრის ბმული:
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
