საქველმოქმედო ღონისძიება
თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, ქეთევან კაცელაშვილისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სალომე სისაურის ორგანიზებით 21 თებერვალს, 17:00 საათზე, გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება ,,დიდებასთვის“.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტის, ქეთევან კაცელაშვილისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სალომე სისაურის, ინიციატივითა და ორგანიზებით 21 თებერვალს, 17:00 საათზე იმართება საქველმოქმედო ღონისძიება ,,დიდებასთვის“, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა, ის მკურნალობის კურსს თურქეთში გადის და სასწრაფოდ ძვლის ტვინის გადანერგვას საჭიროებს.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია!
კონცერტი გაიმართება წმ.ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, ჭავჭავაძის 53 ა- ში.
კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს:
- Band zholo- ბენდი ჟოლო
- გიორგი ლაფაჩიშვილი
- დათუნა ცომაშვილი
- ვაკო ადამაშვილი
- მარიამ ხუნძაკიშვილი
- ნინო ბურჯანაძე
- მორის ბეკურიშვილი
- ანი თანდილაშვილი
- ნიკუშა დარსაველიძე
- გუგა ქავთარაძე
- ჯეკო სვიმონიშვილი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 571053843; 598171784
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
