პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული SANGU-ში
13-17 დეკემბერს SANGU-ში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეული გაიმართება. ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ფორმატში. წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.13-17 დეკემბერს SANGU-ში, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული გაიმართება.
ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ შემდეგი საკითხები:
ეფექტური CV-ის შედგენა
- როგორ განვსაზღვროთ წინასწარ CV-ის სტრუქტურა?
- რა ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს CV
- რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები CV-ის შედგენისას?
- Linkedin მნიშვნელობა და გამოყენება
დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები
- რა მეთოდებს იყენებენ დამსაქმებლები კანდიდატის შეარჩევად
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება გასაუბრების დროს
- თვითპრეზენტაციისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელობა დამსაქმებელთან ურთიერთობისას
- დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვება და სწორი კომუნიკაციის დამყარება
- რა ძირითად შეცდომებს უშვებენ დასაქმების მსურველები გასაუბრებისას?
მიზნის მიღწევის ტექნიკები
- როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?
- როგორ ვიყოთ ბაზარზე მოთხოვნადები ჩვენს პროფესიაში?
- როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს?
- მოტივაციის როლი მიზნების განხორციელებისას
სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში - 20
მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 10 დეკემბერამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
