სტუდენტების საყურადღებოდ
მოხარულები ვართ, რომ საბაკალავრო პროგრამების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების ნაწილმა გამოთქვა უნივერსიტეტში დასწრებული ფორმით სწავლის სურვილი.
რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მიმდინარე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, UMS-ის მეშვეობით (რა შემთხვევაშიც დაგიკავშირდებათ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორი), ხოლო თუ ბაზის მეშვეობით ვერ რეგისტრირდებით, გთხოვთ, თავად დაუკავშირდეთ თქვენი საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორს, მიმდინარე წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.
დაზუსტებისათვის, გაცნობებთ, რომ შესაძლებელია მიმდინარე სემესტრში შემოთავაზებული ყველა საგნის ან მათი ნაწილის დასწრებული ფორმით სწავლა. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებისას, გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ, რომ დაგეგმილი ცხრილი არ შეიცვლება.
რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამის სასწავლო კურსებში შუალედური გამოცდების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღდგება სასწავლო პროცესი აუდიტორიებში.
საბაკალავრო საფეხურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესი უკვე განახლებულია აუდიტორიებში. ამასთან, იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ლექციებზე გამოცხადებას, შესაძლებლობა აქვთ, სასწავლო პროცესში ჩაერთონ დისტანციურად.
საგამოცდო პროცესების დასრულების შემდეგ, საბაკალავრო საფეხურის პირველი და მეორე კურსელი სტუდენტებისათვის სწავლა გაგრძელდება იმავე ფორმატით.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ მობილობის კონკურსი ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის გამოცხადდა Erasmus+ მობილობის კონკურსი ნეაპოლის უნივერსიტეტში 2027-2028 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
