განცხადება ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის
SANGU-ს ფეისბუქის ჯგუფში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები უქმდება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო,
SANGU ყოველთვის ზრუნავდა და ზრუნავს თქვენზე, გვსურს გაცნობოთ, რომ SANGU-ს ფეისბუქის ჯგუფში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამები უქმდება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
SANGU-ს ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი განახლდება 2021 წლის 20 სექტემბერს ყველა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა:
- ისტორია
- ქართული ფილოლოგია
- სამართალი
- საერთაშორისო ურთიერთობები
- საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:
- ბიზნესის ადმინისტრირება
- ეკონომიკა
- ტურიზმის ბიზნესი
- კომპიუტერული მეცნიერება
- ფსიქოლოგია
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
