ბლოგპოსტების კონკურსი
დაზოგვის კამპანიის ფარგლებში ტარდება ბლოგპოსტების კონკურსი: „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“
დაზოგვის კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან და საქართველოში ლიცენზირებული 7 კომერციულ ბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის სახელწოდებაა „ცოტას დაზოგვით შეცვალე ბევრი!“ და ამით ის წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღის გლობალურ მესიჯს ეხმიანება. კონკურსის ფარგლებში შერჩეული ბლოგპოსტები ფინანსური განათლების პორტალზე - www.finedu.gov.ge და მის შესაბამის ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/finedu.gov.ge გამოქვეყნდება და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე
Related news
Open Call Announced
Open Call Announced for One Academic Position of Professor in the Field of Law
04 August 2026
