ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
29 ოქტომბერი 2020
ონლაინ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების თარიღი: 6 ნოემბერი, 13:00 სთ.
2020 წლის 6 ნოემბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურად ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
დღის წესრიგი:
შესავალი სიტყვა:
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი;
პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.
მოხსენებები:
ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია - პროფესორი ვახტანგ გურული;
ერეკლე II-ის საბრძოლო ისტორიიდან (ქვემოჭალის ბრძოლა) - პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი;
პოლონელი მასწავლებლების მოღვაწეობიდან ქუთაისში XIX საუკუნის II ნახევარში - პროფესორი სულხან კუპრაშვილი;
თელავში ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის ისტორია - პროფესორი თენგიზ სიმაშვილი;
ქართლ-კახეთის სამეფოსა და სპარსეთის ურთიერთობათა კოლიზიები „გეორგიევსკის ტრაქტატიდან“ კრწანისის ბრძოლამდე - პროფესორი კახა კვაშილავა;
„ივერიელთა მეფეთა და მთავართა ტრაქტატი“ - პროფესორი ლევან ჯიქია;
სოფელი კვერიათი XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში - პროფესორი დავით ახლოური;
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მეფე ერეკლეს ეპოქაში - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.