პირველკურსელთა რეგისტრაცია
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხულთა საყურადღებოდ!
წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამა წლის 7-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ -კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე (უნივერსიტეტის II კორპუსი)
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი. (ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
- ორი ფოტოსურათი (3X4) და სურათი CD დისკზე;
- არასრულწლოვანის შემთხვევაში - სანოტარო წესით დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის წარმოდგენა და მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლება, ამ უკანასკნელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითურთ;
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან
(უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები: თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
ანგარიშზე თანხის შეტანა შეიძლება სს თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
