განცხადებები

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის არსისა და მისი თავიდან არიდების შესახებ

24 მაისს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის არსისა და მისი თავიდან არიდების შესახებ

2019-05-20 11:36:36
საინფორმაციო შეხვედრა KMS Georgia-ს წარმომადგენლებთან

2019 წლის 22 მაისს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კომპანია KMS Georgia "Key Management Solutions“ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან.  

2019-05-20 11:14:39
"სახელმწიფოსა და ეკლესიის  ურთიერთობა  საქართველოს ისტორიის ჭრილში"

ლიტვაში მოღვაწე ქართველი მღვდელი, მეცნიერი მამა იოსებ ზეთეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს ისტორიის ჭრილში"

2019-05-17 11:58:16
8 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი

შეამოწმე შენი ცოდნა B2 დონის ლექსიკურ მარაგში და მიიღე მონაწილეობა სხვადასხვა სახალისო აქტივობებში

2019-05-16 11:35:39
საქართველოს ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

21 მაისს, 14:00 საათზე ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.

2019-05-16 09:40:41
პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია: "ეკონომიკური კონკურენციის ქრისტიანული გააზრება"

2019 წლის 20 მაისს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფესორ რევაზ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია

2019-05-15 10:23:28
გილოცავთ!

გილოცავთ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს

2019-05-12 06:53:57
ახალი სემესტრი მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში

​​​​​​​სწავლა იწყება 2018 წლის სექტემბერში. ჩვენთან ჩაბარების მსურველებს (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენებით) ვთხოვთ გადმოაგზავნონ CV ა.წ 10 ივნისამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge

2019-05-10 10:30:41
იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია

იაპონიის ელჩის, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარას საჯარო ლექცია თემაზე: იაპონიის დიპლომატია.

2019-05-08 12:26:41
პროფესორ თამარ გელიტაშვილის საჯარო ლექცია

5 ივნისს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი თამარ გელიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „აკაკის „განთიადი“

2019-05-08 08:19:38