2020-10-30

ცხადდება ღია კონკურსი პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (აფილირების პირობით)

კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:

  • კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2020 წლის 7 და 8 დეკემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
  • კონკურსი ჩატარდება (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 9 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით.  
  • კონკურსის შედეგები გამოქვეყნება 2020  წლის 17 დეკემბერს. 

მოთხოვნები პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.

დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:

  1. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  2. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ორი სამეცნიერო პუბლიკაცია;
  3. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა. 

დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:

  1. საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  2. სამუშაო გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით;
  3. კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული შემდეგი სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება:       
    • დიზაინის ნიმუშები
    • პროგრამული უზრუნველყოფის გამართვის მეთოდები;
  4. კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
  5. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
  6. საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  7. ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენაზე ლექციების წარმართვის შესაძლებლობა.                  

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (კომპაქტური დისკი) ერთად;
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  8. უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა (დოკუმენტალურად);
  9. შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
  10. საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნებში გათვალისწინებული  დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მიმაგრებული დოკუმენტები: