სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

მაგისტრანტობის კანდიდატს მოეთხოვება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრული ტიპის ტესტით და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის მინიმალური  ზღვარის გადალახვა;

გამოცხადებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა გაიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მასზე ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება არანაკლებ 5-ისა.

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობები სპეციალობების მიხედვით:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა

საქართველოს ისტორია

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრს, რომელიც ჩააბარებს საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში B2 დონეზე (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული). უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს (სერთიფიკატის აღიარება მოხდება უნივერსიტეტის უცხო ენის ცენტრის მიერ) ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით.

ენათმეცნიერება

ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების, ასევე, მიმართულებათაშორისი დარგების მიმართულებით;

  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
  • უცხო ენის (ინგლისურ, გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნა B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც უცხოენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 
  • გამოცდა სპეციალობაში.

თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც აქვს მეტი სამეცნიერო თუ საექსპედიციო აქტივობა (სამეცნიერო პუბლიკაცია, საველე სამეცნიერო ექსპედიცია).

ქართული ლიტერატურის ისტორია

  • ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების, ასევე, მიმართულებათაშორისი დარგების მიმართულებით.
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
  • უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ცოდნა B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც უცხოენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 
  • გამოცდა სპეციალობაში

თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტს, რომელსაც აქვს მაღალი სამეცნიერო აქტივობა (სამეცნიერო პუბლიკაცია, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა).

სამართალი

სამართლის სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური/გერმანული, საჭირო დონე - B 2). უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის ცოდნის დონის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს. ასევე, კანდიდატი, ვისაც ინგლისურ/გერმანულ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი.

საჯარო მმართველობა

სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ/გერმანულ ენაში - B2 დონეზე. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  შესაბამისი ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც შესაბამისენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა  სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)

საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ არანაკლებ ბაკალავრის ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელი პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდების (მენეჯმენტი და უცხო ენის B2 დონეზე ჩაბარების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. (B2 დონის შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხევევაში სტუდენტი  თავისუფლდება უცხო ენაში საუნივერსიტეტო ტესტირებისაგან). 

ეკონომიკა

საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ არანაკლებ ბაკალავრის ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელ პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად და უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდების (ეკონომიკის პრინციპებისა და უცხო ენის B2 დონეზე ჩაბარების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. (B2 დონის შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხევევაში სტუდენტი  თავისუფლდება უცხო ენაში საუნივერსიტეტო ტესტირებისაგან). 

ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

სამაგისტრო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ ენაში - B2 დონეზე. გამოცდა სპეციალობაში გულისხმობს: დარგის შესაბამის პროფესიულ ესეს; ბაკალავრიატის GPI შეფასებას; პროფესიით დასაქმებულობის მაჩვენებლის შეფასებას. უცხო ენაში გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც წარმოადგენს  ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატს ან რომელსაც ინგლისურ ენოვან პროგრამაზე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, რაც დასტურდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტით. 

სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ არანაკლებ ბაკალავრის ან კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელ პირებს. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს მოეთხოვება რუსული ან ინგლისური ენის  B2 დონეზე ფლობა (თუ აპლიკანტს აქვს ენის შესაბამისი დონის დამადასტრურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, თავისუფლდება გამოცდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბარებს  საუნივერსიტეტო მისაღებ  გამოცდას უცხო  ენაში).  საუნივერსიტეტო მოთხოვნების გარდა, მომავალმა მაგისტრანტებმა აუცილებელია წარმოადგინონ სამოტივაციოს წერილი, რომელშიც ასახული იქნება აპლიკანტის მოლოდინი, ხედვა, თუ რატომ აბარებს ის კონკრეტულად ამ სპეციალობაზე. აპლიკანტს შეუძლია დამატებით წარმოადგინოს ნებისმერი  ინფორმაცია, რომელიც ასახავს მის  სამეცნიერო, თუ პრაქტიკულ გამოცდილებას.