AIESEC-ი მსოფლიოს 126 ქვეყანაში SANGU–ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს სთავაზობს

2020 წლის 20 ოქტომბერს SANGU–ს გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ახალგაზრდულმა საერთაშორისო ორგანიზაცია – AIESEC-მა ონლაინ შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია AIESEC-ის მოხალისეობრივი და პროფესიული ანაზღაურებადი გაცვლითი პროგრამების შესახებ,  რომელიც 126 ქვეყანას მოიცავს.


AIESEC-ის პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18-30 წლამდე ასაკის პირებისთვის. 


დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაციის ფორმა, რის შემდეგაც ორგანიზაციის წარმომადგენლები თავად დაგიკავშირდებიან.


გისურვებთ წარმატებებს.