შეთავაზება სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველებს
02 ივლისი 2021
იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტი გაქვს, სამაგისტრო პროგრამებზე შენ მიიღებ SANGU-ს შიდა გრანტს და ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებით.
იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტი გაქვს, სამაგისტრო პროგრამებზე შენ მიიღებ SANGU-ს შიდა გრანტს და ქვემოთ ჩამოთვლილ პროგრამებზე ისარგებლებ სპეციალური შეთავაზებით:
სამართალი - წლიური საფასური 2000 ლარი
საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წლიური საფასური 3000 ლარი
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები.
დარეგისტრირდით წინასწარ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე