თუ, საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას შეგიძლია ისარგებლო სპეციალური შემოთავაზებით.
თუ, საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, მაშინ შენ:
უფასოდ გაივლი, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს;
გათავისუფლდები ინგლისური ენის შიდა გამოცდისგან, იმ შემთხვევაში თუ SANGU-ში გავლილი გაქვს ინგლისური ენა B2 დონეზე.
და რაც მთავარია, ისარგებლებ სპეციალური ფასებით სამაგისტრო სასწავლო პროგრამებზე:
სამართალი - წლიური საფასური 2000 ლარი
საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წლიური საფასური 3000 ლარი
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 71 ქულაზე.
დარეგისტრირდით წინასწარ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე