ცხადდება მიღება ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამაზე
სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის ძირითად საკითხებსა და თანამედროვე ხედვებს.საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამას.
კურსის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანური რესურსების მართვის ფართო ხედვა, რაც გულისხმობს HR სისტემების სწავლებას, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის ასევე თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.
სასწავლო კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის ძირითად საკითხებსა და თანამედროვე ხედვებს.
სასწავლო პროცესი ითვალისწინებს მსმენელების აქტიურ ინტერაქციასა და ჩართულობას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაანალიზონ რეალური HR პროექტები. თითოეული ბლოკის დასრულების შემდეგ მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებაზე, ხოლო სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს.
კურსი განკუთვნილია, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელთაც სურთ გაეცნონ და შეისწავლონ ადამიანურ რესურსების მართვა.
მსმენელებს ვთავაზობთ კარიერულ კონსულტირებას და დასაქმების ხელშეწყობას. მათ მუდმივად დაეგზავნებათ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები და ვაკანსიები, რომლებსაც უნივერსიტეტს სთავაზობენ პარტნიორი კერძო თუ საჯარო ორგანიზაციები.
სწავლის ხანგრძლივობა: 30 საათი. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, კვირის დღეებში 19:00-დან 22:00 საათამდე.
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ფორმატი: ჰიბრიდული
სწავლის ღირებულება: 650₾
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2024 წლის 29 თებერვალი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: hrsangu@sangu.edu.ge
გთხოვთ, სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
პროგრამის აღწერა
| ადამიანური რესურსების მართვის როლი |
|
| რეკრუტმენტი |
|
| პოზიციების კატეგორიზაცია და სამუშაო აღწერილობები |
|
| საკადრო დოკუმენტაციის მომზადება |
|
| საქართველოს შრომის კანონმდებლობა |
|
| პერსონალური მონაცემების დაცვა |
|
| სამოტივაციო და საბონუსე სისტემები |
|
| HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში |
|
| თანამშრომელთა შეფასება და HR კვლევები |
|
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის ორენოვანი სერტიფიკატი (HRM Certificate).
სერტიფიკატის აღების წინაპირობა:
პროგრამის მანძილზე, მსმენელებს არ უნდა ჰქონდეთ ორზე მეტი გაცდენა. კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი, რომელიც შეფასდება 100 ქულიანი სისტემით.
ტრენერები
![]() |
ნატალია მაისურაძე |
![]() |
მარიამ გელაშვილი |
![]() |
მარიამ ქვარიანი |
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...



