სტუდენტური კონფერენცია
SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
8 აპრილს SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებებით, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ცოტნე ლომიძე “საქართველო 1989 წლის 9 აპრილამდე”, მარიამ ლაბაძე “საბჭოთა კავშირის დაშლა”, ვიკა დულარიძე “ეროვნული მოძრაობა”, თამუნა ჩიტუაშვილი “9 აპრილის ტრაგედია”, ლია ტოკლიკიშვილი “9 აპრილის გმირები”, გურამ ლომიძე “ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა”.
1989 წლის 9 აპრილმა ჩვენს მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა – ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
