ვებინარი ონლაინ ინსტრუმენტების (Microsoft Teams, Zoom) გამოყენებაზე
ვებინარი ონლაინ ინსტრუმენტების (Microsoft Teams, Zoom) გამოყენებაზე ქართული უნივერსიტეტის „მასწავლებლის მომზადების“ პროგრამის მსმენელებისთვის.
ქართული უნივერსიტეტის „მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი“ საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გეგმიურად უწევთ სასკოლო პრაქტიკის გავლა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების ნაწილს შეექმნა სირთულე დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული სიძნელეების მოგვარებაში ხელშეწყობისა და სასკოლო პრაქტიკის უკეთ განხორციელების მიზნით 2020 წლის 13, 14 და 15 აპრილს ქართული უნივერსიტეტი „მასწავლებლის მომზადების“ პროგრამის მსმენელებს სთავაზობს ვებინარს ონლაინ ინსტრუმენტების (Microsoft Teams, Zoom) გამოყენებაზე. ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი ნინო მარგიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
