თამარ პატაშურის სადოქტორო დისერტაციის დაცვა
2019 წლის 28 ივნისს, 16:00 საათზე, დოქტორანტი თამარ პატაშური დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის ასპექტები ინგლისური, ჩინური და ქართული ტექსტების მიხედვით“.
2019 წლის 28 ივნისს, 16:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში (IV სართული) ჩატარდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის სხდომა. „ფილოლოგიის“ მიმართულების დოქტორანტი თამარ პატაშური დაიცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: „სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნის ასპექტები ინგლისური, ჩინური და ქართული ტექსტების მიხედვით“.
სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები: ლელა აბდუშელიშვილი, განათლების მეცნიერების დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლიუ კუანგხუა, სამართლის დოქტორი, ჩინეთის ლანჭოუს უნივერისტეტის პროფესორი.
ოფიციალური შემფასებლები: თამარ ნატროშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნათელა მოსიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
