ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას - დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები უნდა გადმოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: conference.sangu@gmail.com, არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტისა.
2019 წლის 25 აპრილს, 13:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდება საქართველოს ეროვნული გმირების - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია.
საკონფერენციო მოხსნებების თემატიკა:
- ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია;
- ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პოლიტიკური მოღვაწეობა;
- ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მხატვრული შემოქმედება;
- ზვიად-გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პუბლიცისტური ნააზრევი;
- ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეცნიერული მემკვიდრეობა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები (300-500 სიტყვა) უნდა გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: conference.sangu@gmail.com, არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი. მოხსენების პროგრამაში ჩართვა გეცობებათ საინფორმაციო წერილით. რჩეული საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ელექტრონულ სტუდენტურ ჟურნალში.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე განათლების მეცნიერების მიმართულებით
10 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში
05 აგვისტო 2026
ცხადდება ღია კონკურსი
ცხადდება ღია კონკურსი სამართლის მიმართულებით პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე
04 აგვისტო 2026
