საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე: "მოსამართლის პროფესია"
ლექცია წარმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ევა გოცირიძემ2020 წლის 12 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე „მოსამართლის პროფესია“, რომელიც წარმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ევა გოცირიძემ.
მომხსენებელმა მოსამართლის პროფესიის მნიშვნელობის და იურიდიულ პროფესიათა შორის მისი გამორჩეულობის შესახებ ისაუბრა, განმარტა სამოსამართლო საქმიანობის სირთულები და სპეციფიკა. თემით დაინტერესებულ სტუდენტებს საინტერესოდ მოუთხრო თუ რა პრინციპებს ემყარება მოსამართლის დამოუკიდებლობა და როგორია მისი გარანტიები. საუბრის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა სამოსამართლო სამართალის და სამოსამართლო ეთიკის პრაქტიკაში არსებული მაგალითებით განხილული საკითხებიც.
მოსამართლის პროფესიის მსურველ სტუდენტებს ურჩია, პროფესიის არჩევის დღიდან დაიწყონ ზრუნვა მოსამართლის პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, მუდმივი განვითარებით შეიძინონ ცოდნა და სიბრძნე, რომელიც გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად დაიხვეწება.
მოსამართლის პროფესიის თავისებურებებზე, სირთულეებზე, დადებით მხარეებზე საუბრის შემდეგ პროფესორმა ევა გოცირიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გიორგი შონია, ირინა ბეროშვილი, მარიამ გიგუაშვილი, გივი გრიგორიანი, მარიამ ხუციშვილი.
მსგავსი ონლაინ ლექციები მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
